დაპირისპირება ბათუმში
მესამე დღეა ოპოზიციის პროტესტი ბათუმში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღეს პოლიციამ კიდევ ორი აქტივისტი დააკავა, მიზეზი სამართალდამცველებთან ახლოს მდებარე ბოძზე ბუშტის დაკიდება გახდა, როგორც მოგვიანებით პატრულის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს შეურაცხმყოფელი ქმედება იყო. ოპოზიცია დღესაც თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს, აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და შესასვლელებს იცავს. ზოგადად, აქციები აქ უკვე რამდენიმე კვირაა იმართება, მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.
