რეგულაციების დარღვევის ფაქტები
შსს განაგრძობს მონიტორინგს, რამდენად იცავენ მოქალაქეები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოქმედ რეგულაციებს. ბოლო 24 საათში წესების დარღვევის 1028 ფაქტი აღირიცხა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილდებოდნენ. ამასთან, 945 ფიზიკური პირი 20 ლარით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს. ისევ არღვევენ იზოლაციისა და კარანტინის წესებს, რაც 2 ათას ლარიან სანქციას ითვალისწინებს.
