რესტორნების მფლობელები და ამ სექტორში დასაქმებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ერთობილი მოთხოვნებით მიმართეს
სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. რესტორნების მფლობელები და ამ სექტორში დასაქმებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ერთობილი მოთხოვნებით მიმართეს. ერთობლივად შემუშავებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ მიტანის სერვისით სარესტორნო ბიზნესი ვერ გადარჩება და მფლობელებს ობიექტების დახურვა მოუწევთ. განცხადებაში საუბარია კვების ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა მიმართ ბანკების ნეგატიურ დამოკიდებულებაზეც. კერძო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი ხედვა, რომლის გაცნობაც მთავრობის მეთაურისთვის სურთ, სწორედ ამ მიზნით ითხოვენ გიორგი გახარიასთან შეხვედრას.
