იმერეთის პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა
იმერეთის პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 ადამიანი. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა დაახლოებით 3 თვის წინ, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფის იატაკი ამოჭრეს, ამ გზით კომპანიის ფილიალის საცავში შეაღწიეს, საიდანაც თანხა და ოქროს ნივთები წაიღეს. 36 წლის მამაკაცს ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა ედება ბრალად, 54 წლის მამაკაცი კი ქურდობასთან ერთად ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
