დავითგარეჯის საქმეზე გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 7 საათს გაგრძელდა
დავითგარეჯის საქმეზე გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 7 საათს გაგრძელდა. პროკურატურის საქმის მასალებში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის 13 წლის წინანდელი ინტერვიუ ინახება, რომელშიც ის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი კონკრეტული ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და ამაზე არ დავობენ. პროკურატურიდან გამოსულმა ბეჟუაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მისი განმარტებით, ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა დავითგარეჯის ტერიტორიის შესანარჩუნებლად, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად, მისი თქმით, ეს ვერ მოხერხდა. როგორც ბეჟუაშვილმა აღნიშნა, გამომძიებელთან ღიად გამოხატა დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებით და თქვა, რომ არც მაშინ და არც დღეს არ აქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ პროფესიონალიზმსა ან პატრიოტიზმში.
