ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა
ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. ამასთან, ნატოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გრძელდება. ციტატა დოკუმენტიდან : „რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც მოჰყვა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და აგრესიული ქმედებები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში, უარყოფითად იმოქმედა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე“. ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული დოკუმენტი უკვე წარადგინა და მას ნატოს გენერალური მდივანი 3 დეკემბერს, ექსპერტებთან ერთად, კარნეგის ცენტრში განიხილავს.
