ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს დისტანციურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს დისტანციურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. დავით ზალკალიანი კონფერენციაში პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. სწორედ დღეიდან იწყება ვარშავაში მინისტრის სამუშაო ვიზიტი. მინისტერიალის ფარგლებში კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობას განიხილავენ. მინისტრი ამ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული პაკეტის მიღებას ელოდება.
