გლობალურად კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ ნახევარს უახლოვდება
ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 64 მილიონს აღწევს. ვაქცინების ავტორიზაციამდე პანდემიასთან ბრძოლაში სახელმწიფოების ერთადერთი იარაღი შეზღუდვებია. სწორედ მკაცრი რეგულაციებით და ნაწილობრივი ლოქდაუნით შეძლო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ვირუსის გავრცელებაზე კონტროლის დაბრუნება, თუმცა მძიმე ეპიდვითარებაა პოლონეთსა და თურქეთში.
