კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა
პაციენტი დაიღუპა გერმანულ ჰოსპიტალში, სადაც აცხადებენ, რომ ინფიცირებულ კოვიდ სასტუმროდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ოჯახი მის ჰოსპიტალიზებას ინფექციის დადასტურებისთანავე ითხოვდა. ისინი უყურადღებობაზე საუბრობენ.
