დახმარების პროგრამა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება ხუთ დღიანი ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომლისთვისაც დირექტორატმა დახმარების პროგრამა შეიმუშავა.
