გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება, მათ შორისაა კონსტანტინე ღიბრაძე, რომელიც მცხეთის წვეულებაზე დიჯეი იყო და გამოძიების ვერსიით ისიც გახდა თავდასხმის ობიექტი. როგორც ხუთი ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, მოწმეებს უშუალოდ მკვლელობის ბრალდებაზე არფრის თქმა შეუძლიათ. გიორგი შაქარშვილი საქმეზე სულ 17ი პირია დაკავებული, თუმცა მკვლელობას გამოძიება მხოლოდ ხუთ მათგანს ედავება
