სიცოცხლის ხელყოფის მუქარა პოლიციის მისამართით
ოპოზიციის ერთერთმა აქტივისტმა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა ასლან ვაშაყმაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. უფრო კონკრეტულად, ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით და უცენზურო გამონათქვამებს. მისი აღშფოთების მიზეზი კი, როგორც ირკვევა, ბათუმში მიმდინარე იმ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება გახდა, სადაც თვითონაც აქტიურად მონაწილეობს. მოგვიანებით მან ვიდეო სოციალური ქსელის მომხმარებლების მწვავე კრიტიკის შემდეგ წაშალა და მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.
