კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 595 თბილისში, 623 აჭარაში, 392 კი იმერეთში დაფიქსირდა
დღეს დადასტურებული 3 759 შემთხვევიდან, 1 595 თბილისში, ხოლო აჭარაში 623 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლებიგამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო ქართლში-139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 9343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 7560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 303 მოქალაქე.
