საქართველო კოვიდ-ინფექციის გავრცელების პიკზეა
კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქვეყანაში კი ვაქცინა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება. ჯერჯერობით პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა, კორონავირუსისგან თავდაცვის მთავარი იარაღია. საქართველო კოვიდ-ინფექციის გავრცელების პიკზეა. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი მატების ფონზე, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის პირას არის. დღეს პრემიერმა მედიკოსებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
