ნათია თურნავა: კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ დადგება
კორონავირუსის გართულებული შემთხვევების მკურნალობისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟანგბადის შეუფერხებლად მიწოდება. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინფიცირებულები ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ ამ საკითხის მოწესრიგებაში ჩავერთეთ. ეს არაა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ, დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი და მთლიანად, მთავრობის ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მეცადინეობით, საგანგებო შტაბის ჩართულობით, ეს პრობლემა მოწესრიგებულია, მოგვარებულია და ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ დადგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
