კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი იცვლება
მედიკოსები ისევ გამოიყენებენ პრეპარატ რემდესივირს, რომელიც თავდაპირველად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო მოხმარებიდან, თუმცა საკუთარი რეკომენდაცია მოგვიანებით შეცვალა. როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ითქვა, საქართველო პრეპარატ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. შეთანხმებიდან ორ კვირაში წამლის მარაგი ჩამოვა, თუმცა პრეპარატს ყველას შემთხვევაში არ გამოიყენებენ. თენგიზ ცერცვაძესთან ერთად შედგება ახალი პროტოკოლი, რომლითაც ქართველი ექიმები იხელმძღვანელებენ
