მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებები
ეპიდ ვითარება რთულია, ჯანდაცვის სისტემაში არის ხარვეზები, თუმცა ვითარება კონტროლირებადია- ასეთია ჯანდაცვის მინისტრის და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ზოგადი შეფასება. უწყებათაშორისი საბჭო დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა, სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ არსებული კოვიდ ვითარების მიმოხილვასთან ერთად ისაუბრა ვაქცინის დროულად ჩამოტანის პერსპექტივაზეც, როგორც მან აღნიშნა, პირველად აუცილებელ რაოდენობას ქვეყანა მიიღებს დაახლოებით მარტი-აპირილისთვის, თუმცა არ არის გამორიცხული ეს უფრო ადრეც მოხდეს.
