თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა
აფთიაქში ორი გუშინ ადამიანი შევიდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო. ისინი ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რომელიც რეცეპტით გაიცემა. მას შემდეგ კი, რაც ახალგაზრდებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო „პისტოლეტით“ დაემუქრნენ.
