რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში
ამ თემაზე „გირჩში“ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში მსჯელობა არ ჰქონიათ და ეს მხოლოდ „გირჩის“ პოზიციაა. „გირჩი“ მზად არის ბოიკოტზე უარი თქვას, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე იქნება თანახმა, რომელზეც ოპოზიციაა შეთანხმებული. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ, რომ მხოლოდ მართლმსაჯულების რეფორმა არ არის საკმარისი პარლამენტში შესასვლელად. მათი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან სამი მოთხოვნაა: ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ეგრეთ წოდებული პოლიტ პატიმრების გათავისუფლება
