შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს
ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ ტრანსპორტის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, მათ გარდა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა თეორიული გამოცდის დღე, ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე.
