თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა. ტექნიკის გადაცემის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი და საქართველოში თურქეთის ელჩი ესწრებოდნენ. თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი და 35 ავტობუსი გადაეცა.
