ახალი გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედებამდე ოთხი საათი რჩება
იზღუდება, როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა, მუშაობას წყვეტს სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები, რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან. ჩამონათვალი საჯაროა, მაგრამ მოქალაქეებს კითხვები რჩებათ. ამისთვის „იმედის“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე სპეციალური პოსტი განთავსდა, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, შეზღუდვებთან დაკავშირებით თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვწეროთ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
