მერია მარტოხელა მოხუცებს დაეხმარება
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანს, მუნიციპალურმა ორგანომ პროექტისთვის ნახევარი მილიონი გამოყო. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. მისივე თქმით, მერიამ გამონახა რესურსი და ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანენ. ამასთან კახა კალაძის თქმით, არაერთი ბიზნესის წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, ამიტომ იქმნება პლატფორმა, რომელზეც ბიზნესის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
