პურის ფასი არ გაძვირდება
პურის ფასი არ გაძვირდება! -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, მთავრობამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლება ათ მილიონს დახარჯავს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ითქვა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.
