თავდასხმა "საქართევლოს ბანკის" ექსპრესფილიალზე
მორიგი თავდასხმა საფინანსო ინსტიტუტზე. საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა. შემთხვევა დიღმის მასივში, რობაქიძის ქუჩაზე მოხდა. რა ოდენობის თანხაა წაღებული უცნობია. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო
