მთავრობის დახმარება მოქალაქეებს
შეზღუდვები დრამატულად აისახება ბევრი მოქალაქის შესმოსავალზე, რის საპირწონედაც ხელისუფლებამ მათი დახმარების პაკეტი შეიმუშავა. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი მილიარდ ას მილიონ ლარს შეადგენს და ორ ნაწილად იყოფა- ერთი ეხმარება ინდივიდუალურად მოქალაქეებს, მეორე კი ბიზნესს. მოქალაქეების დახმარების პაკეტი მოიცავს: კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას, სამსახურ-დაკარგული პირებისთვის ექვსი თვის განმავლობაში ორასი ლარის გადახდას, შეზღუდვების გამო დახურული ობიექტების თანამშრომლებისთვის, სამას ლარიანი კომპენსაციის დაწესებას, ასი ათას ქულამდე მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის ექვსი თვის განმავლობაში ასი ლარით დახმარებას, მსგავსი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი 16 წლამდე ბავშვი ჰყავთ დამატებით თვიურად ასი ლარის გადახდას ასევე ნავხევარი წლის განმავლობაში, ამავე რაოდენობით და პერიოდით დახმარებას 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის. ასევე საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.
