"ლაზიერის გამბიტი" - "ნეტფლიქსის" სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ფაქტობრივი შეცდომა დაფიქსირდა
ლაზიერის გამბიტი“ ნეტფლიქსის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალია, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ნონა გაფრინდაშვილის სახელის ხსენებით ქართველების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სერიალი კიდევ უფრო საინტერესო ჩვენთვის მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ქართველ მოჭადრაკესთან დაკავშირებით სერიალში ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული. მთავარი გმირის, მოჭადრაკე ქალის ერთ-ერთი პარტიის მსვლელობისას კომენტატორი ამბობს, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამრობითი სქესის მოწინააღმდეგეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები