დენდროლოგიური პარკი თბილისსაც ექნება
დენდროლოგიური პარკი თბილისსაც ექნება. მასშტაბური მწვანე სივრცე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა. შესაბამისი პროექტი დედაქალაქის მერიამ მარტის ბოლომდე უნდა ჩაიბაროს. ამ ეტაპზე კონტრაქტორ კომპანიას ზოგადი კონცეპტუალური დიზაინი შემუშავებული აქვს. დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები დღეს დისკუსიის ფორმატში განიხილეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გაზდელიანი-11-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
