მთავრობის ორთვიანი გეგმა
გეგმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა. გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კონსულტაციები ბიზნესთან, ეპიდემიოლოგებთან, საერთაშორისო მრჩევლებთან. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ახალი შეზღუდვების მიზანი- ვირუსის გავრცელების შეკავება და ყოველდღიური მაჩვენებლის შემცირებაა. შედეგის მისაღებად კი დრო და პასუხისმგებლობაა საჭირო. ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტიანობა ერთიანობასა და წესრიგის დაცვაზეა დამოკიდებული.
