ეპიდვითარება იმერეთში
კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. 81 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი. პაციენტების მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. კლინიკაში ამ დროისთვის 78 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 793 შემთხვევა გამოვლინდა.
