ბაიდენის მიმართვა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში წინ მძიმე ზამთარია მოსალოდნელი და ამერიკელები ებრძვიან კოვიდ 19-ს და არა ერთმანეთს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა დღესასწაულებზე ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ. ამერიკაში ამ დროისთვის კოვიდ 19-ის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 268 ათასს აღემატება.
