COVID 19 - ეპიდემიოლოგების პროგნოზი
ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტი“ დეკემბრის პირველ კვირაში საქართველოში კოვიდვითარების მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობს. გამოთვლები ეფუძნება მოვლენათა სამგვარ განვითარებას. პირველი სცენარი გულისხმობს ვითარებას, როდესაც მოქმედებს გარკვეული ტიპის შეზღუდვები, თუმცა საზოგადოების მხრიდან სოციალური დისტანცია მცირდება. ასეთ შემთხვევაში 2021 წლის 1-ელი მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მიაღწევს საშუალოდ 3702 ადამიანს. ნიღბების საყოველთაო, 95%-იანი გამოყენების შემთხვევაში, 1-ელი მარტისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება 2829 ადამიანი, ხოლო შეზღუდვების გამარტივების შემთხვევაში გარდაცვლილთა რიცხვი 9979-ს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ამერიკული ინსტიტუტი იძლევა რეკომენდაციას შეზღუდვების გაფართოების შესახებ.
