ხუთ მსჯავრდებულს კოვიდ-19 დაუდგინდა
მათ ვირუსი სამოქალაქო კლინიკიდან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში დააბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ. პატიმრები სპეციალიზებულ კლინიკაში ისე გადაიყვანეს, რომ სასჯელის მოხდის ადგილას არ დაუბრუნებიათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათ ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ. რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, უწყებაში განმარტეს, რომ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე პისიარ ტესტირებას გადიან. საკნებს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.
