რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რა ტიპის შეზღუდვა დაწესდება ქვეყანაში
რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რა ტიპის შეზღუდვა დაწესდება ქვეყანაში და როდიდან ამოქმედდება ის. ინფორმაციას დღეს საზოგადოებას გიორგი გახარია გააცნობს. მანამდე ვრცელდება ახალი აკრძალვების რამდენიმე ვერსია: შესაძლოა ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს, თუმცა სრული ჩაკეტვა არ იქნება, მუშაობს გააჩერებენ ფიტნეს და საცურაო აუზები, კონფერენციები და ტრენინგები ონ ლაინ ჩატარდება , დისტანციურად იმუშავებენ საჯარო სამსახურებიც, დამატებითი შეზღუდვები კი ძალაში 28 ნოემბრიდან შევა. გავრცელებული ინფორმაციით სილამაზის სალონები არ დაიხურება. შეზღუდვებთან დაკავშოირებით განცხადებას მთავრობის მეთაური უახლოეს საათებში გააკეთებს.
