ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალება უფასოდ დაარეგისტრიროთ, დროულად უნდა მიმართოთ ადგილზე არსებულ მუნიციპალურ პავილიონებს. ინსპექტორები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას ადგილზე უწევენ. სისტემის დანერგვა მთელი თბილისის მასშტაბით, ეტაპობრივად მოხდება. შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები იქნება.
