საგარეო საქმეთა სამინისტროს განცადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. „ რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.'' ვკითხულობთ განცხადებაში . დიპლომატიური უწყება რუსეთს 12 - ი აგვისტოს შეთანხმების ახსნებს და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
