რა სახის წერილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყანაში მობილობის შემცირების მიზნით სავარაუდოდ ამ კვირაში გახდება ცნობილი
პრემიერმა საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შევიდა , საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება.
