840 მილიონი ლარი - ეს თბილისის ბიუჯეტის პროექტის პირველადი მაჩვენებელია
840 მილიონი ლარი - ეს თბილისის ბიუჯეტის პროექტის პირველადი მაჩვენებელია. დედაქალაქის მთავრობამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი 20 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი საკრებულოს მიერ განხილვის შემდეგ, პროექტი რეკომენდაციებით და შენიშვნებით ისევ მერიას დაუბრუნდა. სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები თბილისის განვითარებისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ საბოლოო დოკუმენტში ჯამური თანხა კიდევ გაიზრდება. ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის ბიუჯეტის პროექტი მიუღებელია, მეორე ნაწილი კი აქაც ბოიკოტის რეჟიმშია.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
