პრემიერის შეხვედრა ბიზნესსექტორთან
პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება - ეს საკითხები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. გიორგი გახარიამ ის ეკონომიკური გამოწვევები მოისმინა, რომელთა ასახვაც, ბიზნესექტორის წარმომადგენელტა აზრით, ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მნიშვნელოვანია. ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება. აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე. შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიურ პერიოდში ფულად-საკრედიტო და მონეტარულ პოლიტიკაზე. ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც მონაწილეობდნენ.
