მსოფლიო ვაქცინის მოლოდინში
გლობალურად, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათან 60 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რიცხვი კი მილიონ 400 ათასს აჭარბებს. პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 172 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდვითარება მწვავეა ევროპის კონტინენტზეც, სადაც თითქმის 16 მილიონამდე კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. პარალელურად, მეცნიერთა წარმატებული მუშაობის დამსახურებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა შესაძლოა უკვე მომავალი თვიდან იყოს ხელმისაწვდომი.
