გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსით კიდევ 3 128 ადამიანი დაავადდა. თბილისი კოვიდ რუკაზე კვლავ წითელი ზონაა. დედაქალაქში 1 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მეორე ადგილზე აჭარაა, 576- ახალი ინფიცირებულით. საკარანტინო სივრცეებში დამატებით 2102 ადამიანია მოთავსებული. საქართველოს მონაცემები გაუარესებულია მსოფლიო სტატისტიკაშიც. გავრცელების მხრივ, ამ დროისთვის 58 ადგილზე ვართ. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იმატებს მძიმე პაციენტების რიცხვიც. ხელოვნური სუთქვის აპარატზე 413 ადამიანია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დეკემბრის პირველ კვირაში მატება კიდევ გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში მობილიზებულია 7300-ზე მეტი საწოლი.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
