2021 წლის თბილისის ბიუჯეტის პირველადი პროექტი დღეს საკრებულოს სხდომაზე განხილეს
2021 წლის თბილისის ბიუჯეტის პირველადი პროექტი დღეს საკრებულოს სხდომაზე განხილეს. დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის ბიუჯეტი 840 მილიონ ლარზე მეტია. ქართული ოცნების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გათვალისწინებულია თბილისისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი. პრიორიტეტად რჩება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი დამტკიცებამდე შეიცვალოს და რიცხვები გაიზარდოს . უკვე ცნობილია, რომ საკრებულოს ოპოზიციის ნაწილის ბიუჯეტის განხილვას არ დაესწრება რადაგან ბოიკოტის რეჟიმშია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ის არ ასახვს თბილისელების ინტერესებს.
