შედგება თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მესამე რაუნდი?
შედგება თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მესამე რაუნდი? ეს კითხვა აქტუალობას არ კარგავს, მითუმეტს, რომ ამ დრომდე უცნობია კონკრეტული თარიღი. პოლიტიკური რეალობა ასეთია: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, მმართველი გუნდი კი ოპონენტების მოთხოვნას ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით არ განხილივას. რა რჩება ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან? მთავარი მოქმედი პირები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდნენ. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი მოდერატორებს ეკისრებათ. საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედგებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
