ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამოქმედდება
ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამოქმედდება. წინასწარ ცნობილია, რომ მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის გეგმაზე მუშაობს იმისათვის, რომ ამ ფორმით ვირუსის გავრცელების მასშტაბი შეამციროს. სავარაუდოდ, გადაადგილების შეზღუდვაზე უკვე დაწესებული საათები გაიზრდება, სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში კი შესაძლოა სამუშაო საათები შემცირდეს. საკოორდინაციო საბჭო არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვა კონკრეტულ სამუშაო დღეებს შეეხოს. რაც შეეხება სილამაზის სალონებსა და სპორტდარბაზებს, საკითხზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ითქვა, რომ ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბარი ჯერ არ ყოფილა. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული შეზღუდვები ამ სექტორსაც შეეხოს.
