მსოფლიოში ლატექსის ხელთათმანის უდიდესი მწარმოებელი დროებით საწარმოებს ხურავს
მსოფლიოში ლატექსის ხელთათმანის უდიდესი მწარმოებელი დროებით საწარმოებს ხურავს. მალაიზიური გიგანტი კომპანიის გაჩერების მიზეზი კორონავირუსის აფეთქებაა. ტესტი ლატექსის ხელთათმანის მწარმოებელ ქარხნებში მომუშავე 5 800-მდე ადამიანს ჩაუტარდა და კოვიდ-19 თითქმის 2 500 თანამშრომელს დაუდასტურდა. კომპანიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა 28-ვე ქარხანა დაეხურა.
