ჯანმო: კორონავირუსის "ნულოვანი შემთხვევა" შესაძლოა ერთზე მეტი იყოს
კოვიდ 19-ის ე.წ. ნულოვანი შემთხვევა შესაძლოა ერთზე მეტი იყოს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის საგანგებო პროგრამის დირექტორმა განაცხადა. მაიკლ რაიანი განმარტავს, რომ სარს-კოვის მსგავსი ვირუსები მრავალ ქვეყანაში გამოვლინდა, თუმცა ცხოველის რომელი სახეობიდან და პირველად, როდის გადავიდა ადამიანზე, ეს უცნობია და უფრო მეტიც, შესაძლოა, ეს ერთეული შემთხვევა სულაც არ ყოფილიყო. ჯანმოში აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის ე.წ. ნულოვანი შემთხვევის გამოვლენა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ კორონავირუსი ცხოველთა სამეფოში ცოცხლობს, დიდია ალბათობა, რომ სხვადასხვა სახეობაში რამდენჯერმე გავრცელდეს.
