სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა
სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. ბათუმში დღეს ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და სასტუმროს შესასვლელთან სანთლები დაანთეს. ლეოგრანდთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა.შეგახსნებთ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე იყო . 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.ლეოგრანდის საქმეზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა.
