კოვიდგავრცელების მსოფლიო რუკაზე საქართველო დადებით პოზიციებს კარგავს
კოვიდგავრცელების მსოფლიო რუკაზე საქართველო დადებით პოზიციებს კარგავს. ქვეყანამ უახლესი სტატისტიკით 58 ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ი კიდევ 3128 ადამიანს დაუდგინდა. გუშინდელთან შედარებით, 830 - ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან იზრდება გარდაცვლილ პაციენტთა სტატისტიკა. ბოლო 24 საათში კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი, თებერვლიდან, ანუ პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან დღემდე, 1051 პაციენტი დაიღუპა. რაც შეეხება განკურნებულებს, კოვიდ კლინიკებიდან დღეს 3045 ადამიანი გაწერეს.
