აჭარაში 10 გარდაცვლილს შორის ერთ-ერთი ექიმია
576 ადამიანი აჭარაში დაინფიცირდა. ვირუსს ემსხვერპლა ათი პაციენტი. მათ შორისაა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე, მედიკოსი როგორც პაციენტი, ამავე კლინიკაში 20 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვირუსს უკვე მეორე მედიკოსი ემსხვერპლა. რეგიონში ბოლო 24 საათში 390 ადამიანი განიკურნა.
