საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, არჩევნებში მოპოვებული მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ
საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, არჩევნებში მოპოვებული მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ. ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ასევე აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას. განცხადებაში ისინი ასევე მიუთითებენ, რომ დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, ამ მხრივ კი ახალ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
